კლინიკა ლაგიმედი იწყებს რუბრიკას „სასურველია ვიცოდეთ“

images

ჩვენი მიზანია გაგაცნოთ ან შეგახსენოთ საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა ძირითადი მიზეზები, დაავადების სიმპტომური გამოვლინებები, მინიმალური სიმპტომების არსებობა ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობის დროს, ე.წ. დაავადებების „ნიღბების“ არსებობა.
ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ დროზე შევისწავლოთ ორგანიზმში არსებული მემკვიდრული ან შეძენილი ესა თუ ის თავისებურება, მზაობა დაავადებისადმი, დაავადების ფარული მიმდინარეობის დადგენა, კლინიკურად გამოვლენილი მწვავე ან ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკა და მისი მართვა.

საყლაპავის ხშირი დაავადებები

 logo

დეფინიცია (გ.ე.რ.დ.)

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება საყლაპავის დისტალური ნაწილის დაზიანებით (ანთება, ეროზია, წყლული) მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა და განპირობებულია საყლაპავში კუჭის მჟავე წვენის ან ტუტე დუოდენური შიგთავსის რეგულარული რეტროგრადული ამოსროლით (რეფლუქსი).

საყლაპავის შედარებით ხშირი დაავადებები.

logo

საყლაპავის მოტორული ფუნქციის დარღვევები.
საყლაპავის მოტორული ფუნქციის დარღვევა გამოიხატება ძირითადათ დისფაგიით (ყლაპვის გაძნელებით):
- საყლაპავის საწყის ნაწილში -უხშირესად თავის ტვინის დაზიანებების შემთვევებში;
- საყლაპავის ქვედა სფინქტერის - საყლაპავის ახალაზიის, დიფუზური სპაზმის და სკლეროდერმიის დროს;
- საყლაპავის ზედა სფინქტერის ტონუსის მატება „ისტერიული ბირთვი“ ყელში მოწოლის შეგძნებით, საყლაპავის

საყლაპავის შედარებით იშვიათი დაავადებები

ეზოფაგიტები.logo

ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის, ლორწქვეშა შრის ანთებადი ან დესტრუქციული ცვლილებებით მიმდინარე დაავადებაა.
ეზოფაგიტის ყველა კლინიკურ სურათს ახასიათებს ყლაპვის გაძნელება (დისფაგია).ეზოფაგიტი შეიძლება იყოს:

• ვირუსული: მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული. ხასიათდება გამონაყარით ცხვირ-ტუჩის არეში ტიპიური ვეზიკულების არსებობით, საყლაპავის ლორწოვანზე შემდგომ წყლულების ჩამოყალიბებით;

საყლაპავის იშვიათი დაავადებები

logoკარდიის ახალაზია
კარდიის ახალაზია წარმოადგენს საყლაპავის დაავადებას, როცა ყლაპვის დროს საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნება არ ხდება, ხოლო საყლაპავის მკერდის ნაწილის ტონუსი დარღვეულია.
დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ძირითადად ავადდებიან 30_50წლის პაციენტები, ზოგჯერ აქვს ოჯახური (მემკვიდრული) ხასიათი. მიზეზი შეიძლება იყოს რელაქსაციური აპარატის დისფუნქცია.

ზოგიერთი რჩევა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების შემთხვევაში.

logoთუ თქვენ უჩივით:

- ხშირ გულძმარვებს განსაკუთრებით წინ გადახრის ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება არადიეტური საკვების მიღების შემდეგ -გამორიცხეთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების არსებობა.

- ხშირ მჟავე ბოყინს, ყლაპვის გაძნელების ეპიზოდებს, ტკივილებს მკერდის ძვლის უკან კვების დროს ან მალე საკვების მიღების შემდეგ - გამორიცხეთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების არსებობა.

კუჭის დაავადებები

logoგასტრიტი-კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და დისტროფიული ცვლილებებით გამოწვეული დაავადებაა. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.

მწვავე გასტრიტები: მწვავე ეროზიული, ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული, ენტეროპათიურ ეროზიული, კოროზიული, ინფექციური გასტრიტი.

1. მწვავე ეროზიული (ჰემორაგიული) გასტრიტი-მწვავე გასტრიტის უხშირესი ფორმაა. დამახასიათებელია სისხლდენა კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან. ძალიან ხშირად ვითარდება უეცრად და ძირითადათ ასოცირებულია სიცოცხლესთან საშიშ მდგომარეობასთან.

ზოგიერთი რჩევა მწვავე გასტრიტის შემთხვევაში

logoთუ თქვენ ბოლო დღეებია ან ბოლო რამოდენიმე კვირაა გაქვთ შემდეგი ჩივილები:

ყრუ ან შეტევითი ხასიათის ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის საპროექციო არე), გუძმარვები, გულისრევის შეგრძნებები, ზოგჯერ პირღებინებები, უმადობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში შემცივნება, საერთო სისუსტე, უხასიათობა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს:

ქრონიკული გასტრიტი

logoკუჭის ხშირი დაავადებების ჯგუფს ეკუთვნის

ქრონიკული გასტრიტის გავრცელების შესახებ ეპიდემიური კვლევები არასაკმარისია, რადგანაც ძირითად დაავადება ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს და პაციენტები არ მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის. სხვადასხვა ქვეყნის გასტროენტეროლოგთა მონაცემებით ქრონიკული გასტრიტით დაავადებულია ზრდასრული მოსახლეობის 50-80%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იზრდება. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით განიხილება ქრონიკული გასტრიტების სხვადასხვა ფორმები.

ზოგიერთი რჩევა ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში

logoთუ პაციენტს ბოლო რამოდენიმე თვე ან წელია
პერიოდულად აღენიშნება შემდეგი ხასიათის ჩივილები:

 ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის საპროექციო არე), ზოგჯერ „ცარიელ“ კუჭზე და ღამის საათებში (მსგავსი წყლულოვანი დაავადების), პერიოდულად შეტევითი ხასიათის, გულძმარვები, მჟავე ბოყინი, გულის რევის შეგრძნებები, საერთო სისუტე - გამოსარიცხია „B“ ტიპის, ზედაპირული, მაღალი მჟავიანობით, ჰელიკობაქტერასოცირებული ქრონიკული გასტრიტი.

Helicobacter pylori -ინფექციის როლი ზოგიერთი გასტროენტეროლოგიური დაავადების განვითარების პათოგენეზში და ამ დაავადებების მართვის ზოგიერთი თავისებურებების შესახებ.

logo
Helicobacter pylori -ინფექციის როლი ზოგიერთი გასტროენტეროლოგიური დაავადების განვითარების პათოგენეზში და ამ დაავადებების მართვის ზოგიერთი თავისებურებების შესახებ.

1983 წელს ავსტრალიერმა მეცნიერმა Y. warren და B. marchall კუჭში აღმოაჩინეს ადრე უცნობი მიკროორგანიზმი და შემდგომ მას უწოდეს Helicobacter pylori (HP).

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

logoკუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გამწვავების პერიოდში კუჭში ან 12 გოჯა ნაწლავში წყლულის არსებობა.
წყლულოვანი დაავადება ხშირი დაავადებაა (ზრდასრული მოსახლეობის 10-15%) და გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ.

სიმპტომური წყლულები

logo

სიმპტომური წყლულები
კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულები შეიძლება იყოს, როგორც წყლულოვანი დაავადების გამოვლინება, ასევე სხვა დაავადების შედეგი. სიმპტომური წყლულები შეიძლება იყოს: სტრესული, წამლისმიერი, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების ენდოკრინული ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიებით ინდუცირებული.

ზოგიერთი რჩევა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში

logo1. თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან სულ მცირე ორი პუნქტი:
• ტკივილები კუჭის საპროექციო არეში (მუცლის ზედა მესამედი) დაკავშირებული საკვების მიღებასთან (მიღებისთანავე, ნახევარი, ერთი, 2 საათის შემდეგ...);
• ტკივილები ღამის საათებში და „მშიერ“ კუჭზე, რომელიც შემსუბუქდება მცირე რაოდენობის საკვების ან წყლის მიღებით;
• ტკივილების გაძლიერება ფიზიკური ან ნერვული გადაძაბვის შემდეგ;

ნაწლავების არასპეციფიკური ქრონიკული ანთებითი დაავადებები კრონის დაავადება

logoნაწლავების არასპეციფიკური ქრონიკული ანთებითი დაავადებები
კრონის დაავადება

კრონის დაავადება (რეგიონული ენტერიტი, გრანულომატოზური ილეიტი) ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება გრანულომატოზური ანთებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილების სეგმენტური დაზიანებით. დაავადება უხშირესად აზიანებს თეძოს ნაწლავის ტერმინალურ ნაწილს.

ზოგიერთი რჩევა კრონის დაავადების შემთხვევაში

logo- თუ ავადმყოფს პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები, ცხელება, შემცივნებები, უმადობა, წონაში დაკლება, შეტევითი ან მუდმივი ტკივილები მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ და ძალიან გავს მწვავე აპენდიციტის მოვლენებს, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადების არსებობა.

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი

logoარასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებადი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვან დესტრუქციული ცვლილებებით. დაავადება გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. დაავადების სიხშირე მამაკაცებსა და ქალებში ერთნაირია. ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 50-250_ია.

ზოგიერთი რჩევა წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში

logo- თუ ავადმყოფს აღენიშნება სწორი ნაწლავიდან ხშირი სისხლდენები კუჭის ხშირ მოქმედებასთან ერთად (დღეღამეში 10-20ჯერ), ზოგჯერ მხოლოდ სისხლიანი ლორწოს გამოყოფით, ცხელება, შემცივნებები, უმადობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის ქვემო ნაწილებში, აუცილებელია გამოირიცხოს წყლულოვანი კოლიტის არსებობა.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

logoგაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

(jrritable bowll syndrome)

ნაწლავების მრავალფეროვან დაავადებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავსსხვადასხვა ფორმის ფუნქციურ მოშლილობებს (ფუნქციური შეკრულობები, ფუნქციური ფაღარათი და სხვა), როცა დიაგნოსტიკის არც ერთი თანამედროვე მეთოდით არ დგინდება დაავადების მორფოლოგიური სუბსტრატი. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

ზოგიერთი რჩევა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაში

logo- თუ ავადმყოფს თვების ან წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები ლორწოვანი განავლით, ტკივილები მუცლის არეში კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე, მუცლის შებერვები და დისკომფორტი, ტკივილების შემცირება ან გაქრობა კუჭის მოქმედების შემდეგ, საჭიროა გამოირიცხოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი.