- თუ ავადმყოფს პერიოდულად, ალკოჰოლის ან ცხიმიანი და ცხარე კერძების მიღების შემდეგ უვითარდება ძლიერი, "სარტყელისებური" ხასიათის ტკივილები მუცლის ზედა ნახევარში, მრავალჯერადი პირღებინებები, რომლის შედეგად მდგომარეობა არ უმჯობესდება, კუჭაშლობები, მუცლის შებერვები, ტემპერატურის მომატება, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული პანკრეატიტის არსებობა.
- თუ ავადმყოფს ხშრად ან მუდმივად, აღენიშნება სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილები მუცლის ზედა ნახევარში გადაცემით ზურგში, მადის დაქვეითება, სიგამხდრე, მუცლის შებერვები, კუჭაშლილობები ცხიმიანი განავლით და გადაუმუშავებელი ბოჭკოებით, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული პანკრეატიტის არსებობა.