- თუ ავადმყოფს კლინიკური და ულტრაბგერითი მონაცემებით გამოუვლინდა უცნობი გენეზის ჰეპატიტი ან ციროზი, ლაბორატორულად კი ღვიძლის ფუნქციური ტესტები არსებითად შეცვლილი არ არის, აუცილებელია სისხლის შრატში ფერიტინის და ტრანსფერინის განსაზღვრა, მემკვიდრული ჰემოქრომატოზის გამოსარიცხად.
- მემკვიდრული ჰემოქრომატოზის დიაგნოზის დროულად დასმის და სათანადო სამკურნალო ღონისძიებების დაწყების შემთხვევაში, დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.